უკრაინის ომში "ვაგნერის" წარმატებები გაზვიადებულია - ISW
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ბოევიკების წარმატებები უკრაინის ომში საგრძნობლად გაზვიადებულია. ამის შესახებ, ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 8 ნოემბრის ოპერატიულ ანგარიშში წერს.
"ვაგნერის" ძალები აგრძელებენ, დონბასში, საკუთარი საქმიანობაზე გადაჭარბებული წარმოდგენების შექმნას, რათა კიდევ უფრო გამოირჩეოდნენ სხვა ბოევიკებისგან და რუსეთის რეგულარული ჯარისგან.
ISW-მა აღნიშნა, რომ "ვაგნერმა" მიითვისა ბახმუტის ირგვლივ მიღწეული ყველა "წარმატება", რათა გაეძლიერებინა მისი, როგორც "კრემლის ფავორიტი დამრტყმელი ძალის" რეპუტაცია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ერთადერთი ძალა, რომელიც ამ ნაწილში იბრძვის.
"7 ნოემბერს რუსულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ვაგნერის" დაჯუფებამ და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის კაზაკთა მე-6 პოლკის ჯარებმა, გაარღვიეს უკრაინის თავდაცვითი ხაზები ბელოგოროვკაში, ლუგანსკის რეგიონში. თუმცა, 8 ნოემბერს, რუსული ნარატივი მნიშვნელოვნად შეიცვალა და რუსმა ბლოგერებმა დაიწყეს მტკიცება, რომ ცნობები ბელოგოროვკას მახლობლად ოპერაციებში "მე-6 კაზაკთა პოლკის" მონაწილეობის შესახებ ყალბი იყო და რომ სავარაუდო წარმატებებზე პასუხისმგებელი მხოლოდ 'ვაგნერი' იყო". - წერს ISW.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ვაგნერელები, სავარაუდოდ, კვლავ გამოიყენებენ ბელოგოროვკაში არსებულ ვითარებას, მსგავსი ეფექტის მისაღწევად.