უკრაინის პარლამენტმა სასამართლო რეფორმაზე კანონი მიიღო
სამშაბათს უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სასამართლო რეფორმის კანონპროექტს, რომლის მიღებისკენაც ქვეყანას დასავლეთი მოუწოდებდა.
კანონპროექტით დამოუკიდებელი პერსონებით დაკომპლექტებულ პანელს, მოსამართლეების დანიშვნის უფლება ექნება. კანონი მოსამართლეების დანიშვნის პროცესში საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტ ხმას აძლევს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა კანონის მიღებას და ხელი მოაწერა. მისი თქმით, ახალი კანონი გამორიცხავს სასამართლოში კორუმპირებული კადრების მოხვედრას.
უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებას კიევში ამერიკის საელჩომ “ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი” უწოდა.