უკრაინის პორტები კიდევ ორმა მარცვლეულით დატვირთულმა გემმა დატოვა

8 აგვისტოს, დილით, უკრაინის პორტები საკვებით კიდევ ორმა გემმა დატოვა, განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გემი Sacura, რომელსაც 11 000 ტონა სოიო გადააქვს იტალიაში, გაემგზავრა პივდენის პორტიდან, ხოლო ხომალდი Arizona, რომელსაც 48 458 ტონა სიმინდი გადააქვს ისკენდერუნში (თურქეთი), ჩორნომორსკის პორტიდან გავიდა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დასძინა, რომ ოთხი ხომალდი, რომელიც გუშინ გავიდა უკრაინის პორტებიდან თურქეთში დღეს ღამით ჩავა და 9 აგვისტოს შემოწმდება.

8 აგვისტოს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურმა ფეისბუქზე დაადასტურა, რომ 8 აგვისტოს უკრაინული უმსხვილესი პორტი პივდენი სრულად იყო ჩართული "მარცვლეულის დერეფნის" შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში. ამდენად, ოდესის ყველა პორტი ჩართულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში.

"ჩვენი მიზანია გავზარდოთ გადაზიდვები პორტებში. ორ კვირაში ვგეგმავთ უკრაინული პორტებიდან გასული გემების რაოდენობა დღეში სამიდან ხუთამდე გაიზარდოს", - განაცხადეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები