უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტი გაუუქმა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 აგვისტოს სააგენტო УНН-ს დაუდასტურა, რომ უკრაინის 225 სახალხო დეპუტატს დიპლომატიური პასპორტი მართლაც გააუქმა.
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბათილად ცნო 225 სახალხო დეპუტატის დიპლომატიური პასპორტი, რომლებიც დროულად არ დაუბრუნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს შესანახად. სამინისტრო დაუყოვნებლივ გასცემს დიპლომატიურ პასპორტებს დეპუტატებზე, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ოფიციალურ მივლინებებში უმაღლესი რადადან", - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ "დიპლომატიური პასპორტები უკრაინის სახალხო დეპუტატებზე გაიცემა ექსკლუზიურად ოფიციალური მივლინებისთვის" და დაბრუნების შემდეგ 10 დღის განმავლობაში უნდა გადაეცეს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესანახად. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დიპლომატიური პასპორტების გამოყენება კერძო მოგზაურობისთვის.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მან არაერთხელ სთხოვა სახალხო დეპუტატებს პასპორტების დაბრუნება.
"ბოლოს პასპორტების ჩაბარება ივლისში ვითხოვეთ. ჩვენი ყველა მიმართვა იგნორირებული იყო", - განმარტავენ სამინისტროში.
5 აგვისტოს РБК-Украина-მ დაწერა, რომ 225 დეპუტატს შორის, რომელთა დიპლომატიური პასპორტებიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა, არის რადას პირველი ვიცე-სპიკერი ალექსანდრე კორნიენკო, ვიცე-სპიკერი ელენა კონდრატიუკი, პარტია "ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია.