უკრაინის შეიარაღებული ძალები: მარიუპოლზე ყველა შეტევა მოგერიებულია
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მარიუპოლზე ყველა შეტევა მოგერიებულია.
უკრაინის არმიის ხელმძღვანელობას მოჰყავს მონაცემები ოკუპანტების დანაკარგების შესახებაც - უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მოკლულია 150 ოკუპანტი, განადგურებულია 2 ტანკი, 7 ჯავშანტრანსპორტიორი.
მანამდე მარიუპოლში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან უფლება მისცა ქალაქის მცველებს დაეტოვებინათ ქალაქი და გადაწყვეტილება თავად მიეღოთ.
ზელენსკის თქმით, მარიუპოლის მცველებმა უარი თქვეს ქალაქიდან გასვლაზე და ამ დრომდე იცავენ ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს. ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის ოკუპანტები უკვე შევიდნენ ქალაქის რამდენიმე გარეუბანში, თუმცა ისინი ბრძოლები კვლავ გრძელდება.
ამავდროულად ზელენსკი აღნიშნავს, რომ ქალაქი უკვე პრაქტიკულად აღარ არსებობს და სრულად დანგრეულია. ზელენსკის თქმით დანაღმულია ქალაქის პორტიც.