უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გენადი ლაგუტამ განაცხადა.
"მთავარი საომარი მოქმედებები ახლა დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის რეგიონების საზღვრებთან მიმდინარეობს. დნეპროპეტროვსკის რეგიონის მხარეს - მადლობა ღმერთს, დიდება ჩვენს მამაცი შეიარღებულ ძალებს! - ჩვენ უკვე გვაქვს დაახლოებით 20 დეოკუპირებული დასახლება სამ ტერიტორიულ თემში - ვისოკოპოლსკაიაში, ნოვოვორონცოვსკაიასა და კოჩუბეევსკაიაში," - თქვა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ლაგუტას თქმით, სადაც ეს შესაძლებელია, "ბრუნდება მშვიდობიანი ცხოვრება, მუშაობენ უკრაინის სახელმწიფო ორგანოები, იხდიან პენსიებს და შეიქმნა ჰუმანიტარული შტაბი".
რუსი დამპყრობლები ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე 24 თებერვალს დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან შევიდნენ.