უკრაინის თავდაცვის მინისტრი სამხრეთ კორეას სამხედრო დახმარების თხოვნით ეწვევა

უკრაინის დელეგაცია თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით ოთხშაბათს სამხრეთ კორეაში ვიზიტს გეგმავს.

ამის შესახებ South China Morning Post ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. 

წყაროს ცნობით, უკრაინის დელეგაცია აპირებს წარმოადგინოს საჭირო იარაღის სია, რომელშიც შედის საზენიტო რაკეტები და საარტილერიო სისტემები.

ანალიტიკოსები მოელიან, რომ სეული ფრთხილ პოზიციას დაიკავებს მოთხოვნასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებისა და მოსკოვის მრავალი გაფრთხილების შემდეგ.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

"ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მოლოდინისა და დაკვირვების მიდგომა. დააკვირდეს რუსეთის სამხედრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან, სანამ გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს," - თქვა დუ ჯინ-ჰომ, კორეის თავდაცვის ანალიზის ინსტიტუტის მკვლევარმა.

მანამდე Bloomberg წერდა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება სამხრეთ კორეას გადახედოს აიძულობს უკრაინას იარაღი პირდაპირ მიაწოდოს, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ნოემბრის დასაწყისში ტრამპს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან, იუნ სუკ იოლთან, რომლის დროსაც მათ ისაუბრეს უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის ჯარების ომის შესახებ.

ასევე ცნობილია, რომ სამხრეთ კორეის ხელისუფლბა განიხილავს უკრაინაში დამკვირვებელთა ჯგუფის გაგზავნის შესაძლებლობას.

გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში კურსკის რეგიონში.

გარდა ამისა, The New York Times-ის ცნობით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ჯარების 50 ათას კაციანი ჯგუფი ემზადება კურსკის რეგიონში ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის დასაწყებად.

მსგავსი სიახლეები