უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: რუსები დონბასში შეტევას ვერ დაიწყებენ
რუსეთის საოკუპაციო ჯარებს არ შეუძლიათ დონბასში შეტევა, რადგან მათ უკრაინის შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად აკავებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა 17 აპრილს განაცხადა.
"ასეთი გეგმები დიდი ხანია აქვთ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ აძლევენ მათი განხორციელების შესაძლებლობას. რუსები მზად არიან, აგროვებენ იქ ძალებსაც, ადამიანებსაც, სამედიცინო ინფრასტრუქტურას, საბრძოლო მასალასაც, მარაგსაც. მათ უკვე იციან, რომ მათი ხალხი აქ შიმშილობდა (ორი-სამი დღით გამოუშვეს, ეგონათ, რომ აქ ყველას ტყვედ ჩაიგდებდნენ და აქ ყველაფრის გარეშე დარჩნენ). ისინი ამ ყველაფრისთვის ემზადებიან, მაგრამ ჯერ ვერ შეძლეს მეორე აგრესიული ეტაპის დაწყება, მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ძლიერად აკავებენ მათ", - განაცხადა მალიარმა.
აპრილის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ თავისი ჯარები უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებიდან გაიყვანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აცხადებს, რომ რუსეთი ჯარების გადაჯგუფებას ახორციელებს და აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევისთვის ემზადება, რომლის მიზანიც დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების სრულად ოკუპაციაა.