უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე შესყიდვების სკანდალის შემდეგ გადადგა

უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი სურსათის გაზრდილი ფასებით შესყიდვის გამო უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. 

ვიაჩესლავ შაპოვალოვი სამინისტროში სწორედ ზურგის მომარაგების საკითხს კურირებდა. გავრცელებული ინფორმაციით, შაპოვალმა გადაწყვეტილება მისი ინიციატივით მიიღო, რათა ЗСУ-ს სტაბილურ მომარაგებას პრობლემა არ შექმნოდა. 

ოლექსი რეზნიკოვმა მოადგილის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. 

კონტექსტი

გასულ კვირას უკრაინული გამოცემა Zn.ua-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტრო არმიისთვის გაცილებით უფრო ძვირად ყიდულობა სურსათ-სანოვაგეს, ვიდრე კიევის საცალო მაღაზიებში. 

თავდაცვის სამინისტროს მიერ გადახდილი ფასი დაახლოებით 10-ჯერ აღემატებოდა საბაზრო ფასებს. ასევე, არსებობს ეჭვი, რომ ქვეკონტრაქტორებად ყალბი კომპანიებია გაფორმებული, რომლებიც შესაძლოა იმ კომპანიებს უკავშირდებოდეს, რომლებიც ЗСУ-ს მომარაგებას გასულ წლებში ეწეოდნენ. 

ოლექსი რეზნიკოვმა ჟურნალისტურ გმაოძიებას მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერს ნათელს რადაში მოჰფენდა. 

საკითხზე გამოძიება დაიწყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმაც. 

მსგავსი სიახლეები