უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსებმა უკრაინას 1370 რაკეტა ესროლეს
24 თებერვლის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მასშტაბით 1370 რაკეტა გაისროლეს. ამის შესახებ ინფორმაცია 31 მარტს ფეისბუქზე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
"რუსი ჯარისკაცები უკრაინაში ჩავიდნენ მოსაკლავად და გასანადგურებლად: რუსეთმა 1370 რაკეტა ესროლა უკრაინას; 148 ბავშვი დაიღუპა რუსი ფაშისტების დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების დროს; 10 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა სახლები ომის გამო; რუსეთმა უკრაინის 15 აეროპორტი გაანადგურა. დამპყრობლები ყოველდღე ჩადიან სისასტიკეს. ჩვენ არ ვაპატიებთ პუტინის დამნაშავეებს! ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა ტკივილისა და მწუხარების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.