უკრაინის ტერიტორიაზე 420 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება - უკრაინის დაზვერვა
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმში, 420 ათასზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება.
ამ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი ავრცელებს.
"რუსეთის ფედერაციამ 420 ათასზე მეტი სამხედროს კონცენტრაცია მოახდინა ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ყირიმის ნახევარკუნძულზე. ეს რიცხვი არ მოიცავს ეროვნულ გვარდიას, სხვა სტრუქტურებს, სპეციალურ დანაყოფებს და რუსეთის უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საოკუპაციო ხელისუფლებას ჩვენს ტერიტორიებზე." - აღნიშნა მან.
სკიბიცკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინის საზღვრის გასწვრივ ამჟამად ისკანდერის სარაკეტო სისტემის 46 გამშვები განათავსა.