უკრაინულმა ავიაციამ ოკუპანტების პოზიციებს ერთ დღეში რვა დარტყმა მიაყენა
10 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ოკუპანტების პოზიციებს რვა დარტყმა მიაყენა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე ავრცელებს.
ავიაციამ დაბომბა პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის შვიდი უბანი, ასევე რუსული ჯარების საჰაერო თავდაცვის პოზიცია.
"სარაკეტო ძალებისა და არტილერიის ჯარისკაცებმა ერთ დღეში დაბომბეს სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის რვა უბანი, საბრძოლო მასალის ორი საცავი, ხუთი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რუსი ოკუპანტების სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები." - ნათქვამია უკრაინული მხარის განცხადებაში.