უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გაახანგრძლივა
უკრაინის უმაღლესმა რადამ 21 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო კანონპროექტი No7300 უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ ტელეგრამზე სახალხო დეპუტატმა პარტია "ხმიდან" იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტი 300 ხმით მიიღეს.
რადამ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებას 25 აპრილის დილის 5:30 საათიდან საომარი მდგომარეობის 30 დღით - 25 მაისამდე გახანგრძლივებაზე მხარი დაუჭირა.
კანონს ჯერ კიდევ სჭირდება ზელენსკის ხელმოწერა.
წინა ჯერზეც საომარი მდგომარეობა 30 დღით გახანგრძლივდა.
უკრაინის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა 24 თებერვალს, დილით, უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის დაწყების შემდეგ გამოაცხადა. იმავე დღეს ზელენსკიმ უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.