უმეროვი: მიღებულია გადაწყვეტილება ЗСУ-ს სარდლობის შეცვლის შესახებ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ადასტურებს საკადრო ცვლილებებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში. 

"დღეს მიღებულია გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების სარდლობის შეცვლის აუცილებლობის შესახებ. გულწრფელად მადლიერი ვარ ვალერი ფიოდოროვიჩ ყველა მიღწევისა და გამარჯვების გამო",- ნათქვამია უმეროვის შეტყობინებაში. 

ცოტა ხნით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ვალერი ზალუჟნიმ ერთმანეთთან გამართული შეხვედრის შესახებ განაცხადეს. არცერთის ტექსტში პირდაპირ არ იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ ზალუჟნი თანამდებობიდან გაუშვეს, თუმცა ორივე მათგანის პოსტიდან ეს აზრი გამომდინარეობდა. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ЗСУ-ს სარდლობაში საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალური განკარგულება ჯერ არ ატვირთულა. 

მასალა განახლებადია...

მსგავსი სიახლეები