უნგრეთი უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას ბლოკავს
უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიჰალი ვარგა ეწინააღმდეგება კანონმდებლობაში ცვლილებებს, რაც ევროკავშირს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფის საშუალებას მისცემს. ამ ინფორმაციას Radio Free Europe/Radio Liberty-ის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
"როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, უკრაინის დასაფინანსებლად 18 მილიარდი ევრო არ გამოყვეს", - წერს ის.
იოზვიაკის თქმით, უნგრეთი ამ დახმარებას საკუთარი დაფინანსების უზრუნველყოფის იმედით ბლოკავს.
"ძალიან ემოციური დებატები, რომელშიც ბუდაპეშტი ყველამ გააკრიტიკა, მაგრამ უშედეგოდ," - აღნიშნა მან.
ნოემბრის ბოლოს ევროპარლამენტის დეპუტატებმა დაამტკიცეს უკრაინის მაკროფინანსური მხარდაჭერის პაკეტი 2023 წლისთვის. თანხები კვარტალურად (თითოეული 4.5 მილიარდი ევრო) უნდა გაიცეს და უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებების დაახლოებით ნახევარი დაიფაროს.
მაკროფინანსური დახმარების პაკეტი ევროკავშირის საბჭომ 27 სახელმწიფოს მთავრობის თანხმობით უნდა დაამტკიცოს.