უნგრეთმა ყარაბაღის საკითხზე ევროკავშირის 27 ქვეყნის განცხადება დაბლოკა
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადება, რომელიც აზერბაიჯანს გმობს, თავდაპირველად ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ერთობლივი განცხადება უნდა ყოფილიყო, მაგრამ უნგრეთმა მას ვეტო დაადო.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. ჟურნალისტის თქმით, ამის შესახებ მასსამმა დიპლომატიური წყარომ განუცხადა.
21 სექტემბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო აზერბაიჯანის სამხედრო ქმედებები მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წინააღმდეგ.
"აზერბაიჯანი პასუხისმგებელია მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მათ შორის მათ უფლებებზე იცხოვრონ საკუთარ სახლებში დაშინებისა და დისკრიმინაციის გარეშე. მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გაძევებას, სამხედრო თუ სხვა საშუალებებით, ევროკავშირის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება," - ნათქვამია განცხადებაში.