უოლესი: ბრიტანეთს არ სჯერა ირანის და უკრაინას დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება

დიდი ბრიტანეთი სარწმუნოდ არ მიიჩნევს ირანის განცხადებებს, რომ ის არ აწვდის რუსეთს იარაღს და გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ 20 ოქტომბერს პარლამენტში გამოსვლისას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.

ლონდონს "არ სჯერა" თეირანის ბოლოდროინდელი უარყოფის, თქვა მან. მინისტრმა ირანის მთავრობას მოუწოდა, თავი შეიკავოს რუსეთისთვის დრონების გადაცემისგან.

"მინდა მოვუწოდო ირანის მთავრობას, გაიგოს, რომ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალებისა და ბავშვების, ეტლში მჯდომი ჩვილების ხოცვა-ჟლეტისთვის იარაღის მიწოდება არ არის ის საქმიანობა, რომელთანაც ირანი ასოცირებას ისურვებდა", - თქვა უოლესმა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო აპირებს შეასრულოს ყველა შეთანხმება, რომელიც მიღწეულია უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ და ეძებს ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის, კამიკაძე დრონების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

"ჩვენ ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ უკრაინისთვის ჩვენი დაბალი სიჩქარის რაკეტების მიწოდებას და ასევე განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ აღმოჩენისა და ელექტრონული ომის სქემებში", - დასძინა უოლესმა.

მსგავსი სიახლეები