უოლესს უკრაინის კონტრშეტევის წარმატებისა და ყირიმის დეოკუპაციის სჯერა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი ოპტიმისტურად არის განწყობილი უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ მან The Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.

უოლესის თქმით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ უკრაინამ წელს შეძლოს 2014 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნება.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებს საკმარისი ტექნიკა არ გააჩნია.

უოლესმა განაცხადა, რომ "თუ რუსულ ჯარებს არასწორ ადგილას დაარტყამ, ისინი რეალურად დაეცემიან, ჩვენ ეს ბრძოლის ველზე ვნახეთ."

"შეგიძლიათ ათიათასობით ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაგზავნოთ, რასაც აკეთებთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ შეაგროვოთ თქვენთვის საჭირო ტანკები და შეიარაღება." - მიმართა მან რუსებს.

მსგავსი სიახლეები