უოლცი: ღაზადან პალესტინელების გადასახლებაზე ტრამპი გამოსავალს ეძებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლციმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონი მოელის ეგვიპტესთან და იორდანიასთან მუშაობას "პრაქტიკული გადაწყვეტილებების" საპოვნელად, რომლებმაც უარი თქვეს დონალდ ტრამპის ინიციატივაზე ღაზას სექტორის მოსახლეობის მიგრაციასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვეძებთ რამდენიმე მოკავშირეს და პარტნიორს რეგიონში. ჩვენ კოლექტიურად უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა," - უთხრა ვალციმა ჟურნალისტებს თეთრი სახლის გარეთ.

"ყველასთვის გულდასაწყვეტია ეს ომი, რომელიც ჰამასმა დაიწყო და იმის გამო, რაც ამ ადამიანებს დაემართათ, რომელთა გაწრვისთვისაც ჰამასი მზად არის, რათა შეცვალოს მსოფლიოში განწყობა ისრაელის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა ჩვენ ერთობლივად უნდა ვიპოვოთ გარკვეული გადაწყვეტები," - განაცხადა მან.

უოლცმა აღნიშნა, რომ იორდანიის მეფე აბდულა მომავალ კვირას ეწვევა თეთრ სახლს და ტრამპი შაბათს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ალ-სისის ესაუბრა.

"პრეზიდენტ ტრამპს სურს პრაქტიკული, საღი აზრის გადაწყვეტილებები, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან რთულია," - თქვა მან.

კონტექსტი

25 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იორდანიამ და ეგვიპტემ ღაზას სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი უნდა მიიღოს. 

"მე ვუთხარი მას [იორდანიის მეფეს], რომ სურვილი მაქვს, თქვენ მეტი ლტოლვილი მიიღოთ, რადგან ამჟამად ღაზას სექტორს ვაკვირდები და იქ ნამდვილი არეულობაა." - გაიხსენა ტრამპმა ჟურნალისტებთან იორდანიის მეფე აბდულა II-თან მისი სატელეფონო საუბარი.

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ ტრამპის წინადადებაზე თქვა, რომ პალესტინელთა გადასახლებას "ვერასდროს შეეგუებიან ან დაუშვებენ."

ეგვიპტემ, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა, პალესტინის ხელისუფლებამ და არაბული ქვეყნების ლიგამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ისინი უარყოფენ ნებისმიერ გეგმას, რომელიც მოიცავს პალესტინელების გადასახლებას ღაზას სექტორიდან და დასავლეთ სანაპიროდან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამგვარი გეგმები "საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას, ქმნის კონფლიქტის გაფართოების რისკს და ძირს უთხრის რეგიონის ხალხებს შორის მშვიდობისა და თანაცხოვრების პერსპექტივებს."

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადასახლება "შეიძლება იყოს დროებითი ან გრძელვადიანი." მისი თქმით, "რაღაც უნდა მოხდეს, რადგან ღაზას სექტორი თითქმის მთლიანად განადგურებულია."

მსგავსი სიახლეები