УП: თავდაცვის მინისტრის პოსტზე რეზნიკოვი შესაძლოა კირილო ბუდანოვმა შეცვალოს

მომდევნო კვირას უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს ოლექსი რეზნიკოვი დატოვებს, ხოლო მის ადგილს მაღალი ალბათობით დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) უფროსი კირილო ბუდანოვი დაიკავებს. 

ამ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Українська правда ავრცელებს. 

წყაროების ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ რა თანამდებობაზე გადაიყვანონ ოლექსი რეზნიკოვი, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის გუნდში დარჩება. 

ერთ-ერთი ვერსიით, რეზნიკოვის საადვოკატო წარსულის გამო, მისი იუსტიციის მინისტრად დანიშვნა განიხილება, ხოლო დენის მალიუსკა, რომელიც პოსტს ამ დროისთვის იკავებს, შესაძლოა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ელჩად დანიშნონ. 

გამოცემის ცნობით, ბუდანოვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია, ხოლო თავად ბუდანოვი უკვე ეძებს შემცვლელს დაზვერვის სამმართველოს უფროსის პოსტზე. 

კონტექსტი 

გასულ კვირებში უკრიანაში რამდენიმე მსხვილი კორუფციული სკანდალის შესახებ გახდა ცნობილი, მათ შორის ერთ-ერთი თავდაცვის სამინისტროს ეხებოდა. აღმოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებისთვის სურსათს ჯერადად გაზრდილ ფასებში ყიდულობდა. მალევე თანამდებობიდან გადადგა ოლექსი რეზნიკოვის მოადგილე, ვიაჩესლავ შაპოვალოვი. ზოგი წყაროს ცნობით, ის უკვე დაპატიმრებულია. 

უფრო მეტი უკრაინულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენს, პოდკასტში "არასაფრენი ზონა." 

მსგავსი სიახლეები