ვაგნერელები შეძლებენ სამსახურის გაგრძელებას სამინისტროში - პუტინის მიმართვა

რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა. ცოტა ხნით ადრე, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადებები "გადა'რჭარბების გარეშე რუსეთის ბედს განსაზღვრავდა."

ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხის საფრთხის წინაშე მთელი რუსული საზოგადოება გაერთიანდა და მადლობა გადაუხადა ხალხს და სპეცსამსახურებს. 

ვლადიმირ პუტინის გამოსვლის მთავარი თეზისები: 


ვლადიმირ პუტინის თქმით, შეიარაღებული ამბოხი ნებისმიერ შემთხვევაში აღიკვეთებოდა;

  • პუტინმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს "პატრიოტიზმისა და ერთიანობისთვის;


  • პუტინმა მადლობა გადაუხადა პილოტების, რომლებიც ვაგნერის მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავსა და ვერტმფრენებში დაიღუპნენ; 

  • "რუსეთის მტრებს ჩვენ ქვეყანაში ძმათამკვლელი ომის დაწყება სურდათ, ეს სურდათ ნეონაცისტებს კიევში და მათ დასავლელ მფარველებს, ნაციონალ-გამყიდველებს მათ სურდათ რუსეთი დამარცხებულიყო",- განაცხადა პუტინმა;

  • პუტინის თქმით, შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორებმა უღალატეს არამხოლოდ ქვეყანას, არამედ მათაც ვინც გვერდით ედგნენ;

  • პუტინის თქმით, ვაგნერის ბოევიკებს შეეძლებათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ბელარუსში უნდა წავიდნენ

მსგავსი სიახლეები