მადუროს მოკავშირის აშშ-ში ექსტრადიციის გამო, ვენესუელამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა

 

ვენესუელის მთავრობამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა მას შემდეგ, რაც რეჟიმის ლიდერ ნიკოლას მადუროსთან დაახლოებული პირის კაბო ვერდეს რესპუბლიკიდან აშშ-ში ექსტრადიცია განხორციელდა.

კოლუმბიელი ბიზნესმენი ალექს სააბი, რომელიც 350 მილიონი დოლარის „გათეთრებაშია“ ეჭვმიტანილი, 14 ოქტომბერს კაბო ვერდეს რესპუბლიკიდან ფლორიდის შტატში გადაიყვანეს.   

გამოცემა New York Times-ის ცნობით, თუ სააბი გამოძიებასთან ითანამშრომლებს, ამერიკელ სამართალდამცავებს მადუროს „ეკონომიკური კლანის“ სხვა წევრების წინააღმდეგ საქმის აღძვრა შეეძლებათ.

მადუროს რეჟიმმა სააბის ექსტრადიცია „ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევად“ შეაფასა და გაეროსა და დასავლეთის ქვეყნებს ვენესუელის მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში დასდო ბრალი.

ვენესუელაში პოლიტიკური პროცესი ბოლო სამი წელია ჩიხშია შესული. 2019 წელს არჩეული ეროვნული ასამბლეა (პარლამენტი), რომელსაც ოპოზიციური ფრაქციები აკონტროლებენ, მადუროს ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეულ ლიდერად არ ცნობს.

მადურო ნავთობითა და გაზით მდიდარ ქვეყანას 2013 წლიდან მართავს.

საერთაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის აშშ და ევროკავშირი, მადუროს ხელისუფლებას არ აღიარებენ. 

მსგავსი სიახლეები