"ვერ მოიტანა სასურველი შედეგი" - იტალია ჩინური "აბრეშუმის გზის" პროექტს ტოვებს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად დაადასტურა გასულ დღეებში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ქვეყანა აღარ გააგრძელებს ხელშეკრულებას ჩინეთის აბრეშუმის გზის სახელით ცნობილ ეკონომიკურ პროგრამასთან. 

"ერთი გზა, ერთი სარტყელის პროგრამამ ვერ მოიტანა შედეგები, რომელსაც ველოდით",- განაცხადა ჯორჯა მელონიმ ჟურნლისტებთან საუბრისას. ამასთანავე იტალის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთთა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდება. 

ამ დრომდე იტალია დიდი შვიდეულის ერთადერთ წევრ სახელმწიფოდ რჩებოდა, რომელიც ჩინეთის ამბიციურ ეკონომიკურ პროექტს შეურთდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება იტალიის წინა მთავრობამ 2019 წელს მიიღო. 

იტალიის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - "ჩინეთისთვის მიუღებელია ბლოკური მიდგომა და პროექტის საბოტაჟი",- განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

კონტექსტი 

აღნიშნული ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში ჩინეთმა სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტები წამოიწყო მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში. პროგრამის ფარგლებში ჩინური კომპანიები აშენებენ მაგისტრალებს, პორტებს, სარკინიგზო კვანძებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

პროგრამა განსაკუთრებით პოპულარულია ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნებში. 

მსგავსი სიახლეები