ვილკული: ხერსონის ოლქში გავანადგურეთ საწყობი, მოკლულია 70-მდე ოკუპანტი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში წარმატებული შეტევის შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალების საწყობი გაანადგურეს.
ინფორმაციას ამის შესახებ კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრ ვილკული ავრცელებს.
"ხერსონის ოლქში, დიდი ალექსანდროვკას რაიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ოკუპანტების საბრძოლო მასალების საწყობი და დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა - საუბარია დაახლოებით 70-მდე ჯარისკაცზე. ორკები მძიმე დანაკარგებს განიცდიან სხვა წერტილებშიც", - წერს ვილკული.
ვილკულის ინფორმაციით ამავე, რაიონში უკრაინელმა მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს სამი ოკუპანტი, რომლებიც უკვე თანამშრომლობენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან.
ალექსანდრ ვილკულის ცნობით, კრივოი როგში და მთლიანად რაიონში ვითარება სტაბილურია და სრულად კონტროლდება უკრაინის არმიის მიერ.
ამ დროისთვის ფრონტის ხაზი სამხრეთ მიმართულებით კრივოი როგიდან დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებით ფიქსირდება.