ვლადიმირ პუტინი "ბუსტერით" აცირა

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შაბათს ვაქცინის მესამე დოზით აიცრა.

"დღეს მე თქვენი კოლეგების რჩევით, სპუტნიკის კიდევ ერთი დოზა მივიღე - თქვა პუტინმა ექიმებთან შეხვედრაზე - ორი საათის წინ ავიცერი. არაფერს ვგრძნობ, ნორმალურად ვარ. ყველაფერი კარგად არის." 

პუტინი ვაქცინის მეორე დოზით 2021 წლის აპრილში აიცრა. მას მაშინ არ დაუკონკრეტებია, რა აცრი გაიკეთა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ეს  Sputnik V იყო.

Our World in Data-ს მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობის 37% სრულად აცრილია.

 

 

მსგავსი სიახლეები