ვოლოდინი ლენდ-ლიზზე: ვაშინგტონს უკრაინაში ჰოლოდომორის მოწყობა სურს
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის 40 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების პაკეტის მიღებას გამოეხმაურა.
"ვაშინგტონმა უკრაინა ვალის ორმოში ჩააგდო - უკრაინას სულ უფრო და უფრო მეტ კრედიტს აძლევენ, თუმცა ეს დადებითად არ აისახება ქვეყნის განვითარებაზე. პირიქით, ამ ნაბიჯით ვაშინგტონი წელავს საომარ მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე და ხელს უშლის მოქალაქეებს დაუბრუნდნენ ჩვეულ ცხოვრებას", - წეს ვოლოდინი თავის ტელეგრამ არხზე.
მისივე თქმით, ამერიკელები უკრაინას ყველაზე აუცილებელს ართმევენ და ეს სამხერო კომუნიზმის დროინდელი სასურსათო ექსპროპრიაციის ტოლფასია:
"ვაშინგტონში არ ჯერათ კიევის გამარჯვების, ფიქრობენ რაც შეიძლება სწრაფად დაიბრუნონ ფული, იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში ჰოლოდომორს აწყობენ."
მანამდე კონგრესის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დმიტრი მედვედევიც და განაცხადა, რომ ასეთი უპრეცედენტო დახმარების მიზანი რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე პროქსი ომის გაგრძელებაა.