WaPo: CIA-ს დირექტორი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
უკრაინის მასირებული სარაკეტო თავდასხმის დღეს აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი კიევში იმყოფებოდა, რა დროსაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post ავრცელებს.
გაზეთის წყაროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ბილ ბარნსმა უკრაინას აშშ-ს შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.
კიევში გამგზავრებამდე ბერნსი ანკარაში იმყოფებოდა, სადაც თავის რუს კოლეგას, რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინს შეხვდა.
ანკარაში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა თავისი რუსი კოლეგა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გააფრთხილა.
"ის არ მართავს მოლაპარაკებებს, მხარეები არ განიხილავენ უკრაინის კონფლიქტს",- განაცხადა თეთრი სახლის ანონიმურმა წყარომ Reuters-თან საუბარში.
გარდა ამისა, წყაროების ცნობით, ბარნსისა და ნარიშკინის შეხვედრის შესახებ გაფრთხილებული იყო უკრაინული მხარეც.
ბოლოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში უილიამ ბერნსი გასული წლის ოქტომბერში რუსეთის სამხედრო მზადების საწყის ეტაპზე იმყოფებოდა. Washington Post-ის ცნობით, ვიზიტისას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ზელენსკისა და უკრაინის უმაღლეს პირებს რუსეთის სამხედრო აგრესიის განზარხვა და საოპერაციო გეგმა გააცნო.