WaPo: რუსეთში ათასობით ჩრდილო კორეელ ჯარისკაცს უკრაინასთან საომრად წვრთნიან

უკრაინული დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ათასობით ჩრდილო კორეელ ჯარისკაცს უკრაინასთან საომრად წვრთნის. 

ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს

ბოლო დღეებში უკრაინულ და დასავლურ მედიაში სულ უფრო ხშირად იწერება უკრაინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩრდილო კორეელი ჯარისკაცების საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. 

The Guardian-ის ინფორმაციით, ჩრდილო კორეული სარაკეტო და საინჟინრო დანაყოფები უკვე იმყოფებიან საომარი მოქმედებების ზონაში და საოკუპაციო არმიას სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში ეხმარებიან. 

ოფიციალური კიევ ადასტურებს ჩრდილო კორეელი ჯარისკაცების ყოფნას, თუმცა ამბობენ, რომ მათი საბრძოლო მოქმედებებში ჯერჯერობით არ მონაწილეობენ. უკრაინის დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ ათასობით ჩრდილო კორეელს კრემლში საომარ მოქმედებებში წლის მიწურულს შეიყვანს. 

კონტექსტი 

8 ოქტომბერს სამხრეთ კორეული გაზეთი Yonhap თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერდა, რომ უახლოეს მომავალში კიმ ჩენ ინი უკრაინის წინააღმდეგ საომრად ქვედანაყოფებს გაგზავნიდა. 

"ვინაიდან რუსეთმა ფხენიანმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც ძალიან სამხედრო ალიანსს. მსგავსი განვითარების (რედ. ჩრდილო კორეული დანაყოფების ომის ზონაში გაგზავნის) შანსი სავსებით მაღალია"- მოჰყავს მინისტრის ციტატა გაზეთს. 

სამხრეთ კორეელი მინისტრი საუბრობს შეთანხმებაზე, რომელსაც მხარეებმა ხელი მიმდინარე წლის ივნისში, ფხენიანში ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დროს მოაწერეს. ამ ხელშეკრულებამ ჩაანაცვლა ძველი, მათ შორის საბჭოთა კავშირთან გაფორმებული შეთანხმებები და სხვა პუნქტებთან ერთად დოკუმენტი გარე თავდასხმის შემთხვევაში მხარეების პირდაპირი სამხედრო დახმარებას ავალდებულებს. 

კრემლი და რუსეთის საგარემო სამინისტრო ირწმუნებიან, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვით შეთანხმებაზე და ეს მიმართულია სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც კორეის ნახევარკუნძულზე პრობლემების გადასაჭრელად სამხედრო გეგმები აქვთ. 

შეთანხმებამ სეულის უარყოფითი რეაქცია გამოიქცვა, სამხრეთ კორეის მთავრობაში განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ფხენიანისთვის ზუსტი რაკეტების მიწოდების შემთხვევაში ისინი მოხსნიან უკრაინის დახმარებაზე საკუთარი თავისთვის დაწესებულ შეზღუდვებს. სამხრეთ კორეა ამ დროისთვის უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარულად და არალეტალური სამხედრო შეიარაღებით ეხმარება. 

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩრდილო კორეული სამხედრო დანაყოფების გაგზავნის შესახებ გასულ თვეებში არაერთხელ დაიწერა. ივნისში გაზეთი Chosun საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ დონეცკის ოლქში ჩრდილო კორეული სამშენებლო-საინჟინრო ბრიგადის დანაყოფების მოქმედებდნენ. 

თავის მხრივ ვლადიმირ პუტინმა ჩრდილო კორეული დანაყოფების შესაძლო მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ ომში სისულელე უწოდა. 

ჩრდილოეთ კორეა მიმდინარე ომში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომმარაგებელი გახდა. დასავლური დაზვერვების მონაცემებით, გასული 2 წლის განმავლობაში ფხენიანმა მოსკოვს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გადასცა. გარდა ამისა, რუსეთი აქტიურად იყენებდა ჩრდილო-კორეული წარმოების ფრთოსან რაკეტებს. 

მსგავსი სიახლეები