Welt: გერმანიას ცხრა კვირაა უკრაინასთვის იარაღი პრაქტიკულად არ მიუწოდებია
მარტის ბოლოდან გერმანია პრაქტიკულად არ აწვდის უკრაინას მნიშვნელოვან შეიარაღებას. ამის შესახებ 28 მაისს Welt-მა მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაწერა.
ამ დოკუმენტების მიხედვით, 30 მარტიდან 26 მაისამდე უკრაინამ გერმანიის მთავრობისგან იარაღის მხოლოდ ორი პარტია მიიღო. ორივე მათგანი შეიცავდა მხოლოდ მცირე მოწყობილობებს.
კერძოდ, მაისის შუა რიცხვებში გერმანიამ 3000 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და კიდევ 1600 სპეციალიზებული მიმართულების ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გაგზავნა.
წინა ტვირთი, რომელიც უკრაინაში ერთი თვით ადრე ჩავიდა, შეიცავდა მხოლოდ ავტომატის ნაწილებს, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილებს, რადიოებს, ხელყუმბარებს, ფეთქებად მუხტს და ნაღმებს.
უკრაინის ცნობით, გერმანიამ მათ საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი ბოლოს 25 მარტს მიაწოდა - 2000 რაკეტა Panzerfaust 3-ისთვის და 1500 საზენიტო რაკეტა Strela-სთვის.