WSJ: აშშ უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადასაცემად ემზადება
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 300 კილომეტრის რადიუსის მქონე რაკეტების გადასაცემად ემზადება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ არის.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს.
გამოცემასთან საუბარში პენტაგონის მაღალჩინოსნები ამბობენ, საბოლოო გადაწყვეტილებას უმაღლესი დონეზე განიხილავენ. ამერიკელი და ევროპელი წყაროების ცნობით, ბოლო პერიოდში საკითხთან დაკავშირებით მიდგომა აშშ-ს არაერთმა სამთავრობო უწყებამ შეცვალა - "მათ შორის თეთრ სახლში გაიაზრეს მომდევნო კვირებში ბრძოლის ველზე უკრაინის გაძლიერების მნიშვნელობა."
Wall Street Journal-ის საუბარში წყაროები ამბობენ, რომ რუსეთში გასულ კვირას განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ეს შესაძლოა კარგი დრო იყოს უკრაინისთვის უფრო დახვეწილი შეიარაღების გადასაცემად.
გამოცემასთან საუბარში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მათ ბოლო კვირებში ATACAMS-ის სისტემებთან დაკავშირებით. წყაროს თქმით, ამ ტიპის რაკეტები საჭიროა რათა უკრაინამ შეძლოს ყირიმში მდებარე სამხედრო ობიექტებისა განადგურება და რუსეთის მიერ აგებული თავდაცვის ხაზების დაძლევა.
გასულ კვირებში აშშ-ს კონგრესმენების ორპარტიულმა ჯგუფმა უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის ინიციატივა დაარეგისტრირა.
კონტექსტი
ATACMS-ის ტიპის რაკეტები, რომელთა გაშვებაც HIMARS-ის რეაქტიული ცეცხლის სისტემბიდან არის შესაძლებელი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისცემს შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას ოკუპანტების ლოჯისტიკურ კვანძებს, სამეთაურო შტაბებს და შეიარაღების საწყობებს.
ამ ტიპის რაკეტების გადაცემის შემდეგ, სამხედრო ექსპერტების ცნობით, რუსეთის გენერალური შტაბი იძულებული იქნება მომარაგებისა და სამეთაურო პუნქტები ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრით დააშოროს, რაც კიდევ უფრო გაართულებს საოკუპაციო ძალების მომარაგებასა და მოქმედებას.