ყირიმში დრონის დარტყმის შემდეგ საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა

ყირიმის რუსული საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებს, რომ კრასნოგვარდეისკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატები სხვადასხვა ობიექტებს დაესხნენ თავს.

მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, ხოლო ყირიმის ხიდი ჩაკეტილია.

ამ ინფორმაციას Суспильне ავრცელებს.

ყირიმის ე.წ. "ხელმძღვანელი" სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ დრონებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმა "სცადეს," მაგრამ მაშველები უკვე ადგილზე არიან "შესაძლო შედეგების აღმოსაფხვრელად."

სოციალური ქსელებში ნავთობის საცავსა და აეროდრომზე რამდენიმე დრონის დარტყმის, ასევე საბრძოლო მასალის საცავის აფეთქების შესახებ წერენ.

მოგვიანებით აქსიონოვმა აღიარა, რომ საბრძოლო მასალის საცავი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად აფეთქდა.

საოკუპაციო ადმინისტრაციამ აფეთქების ადგილზე, 5 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

ასევე გადაწყდა ყირიმის რკინიგზაზე მოძრაობის შეჩერება.

მსგავსი სიახლეები