ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობას თავს დაესხნენ
ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ცენტრის შენობაზე დრონის თავდასხმა განხორციელდა, არსებული ცნობებით დაჭრილია 6 ადამიანი.
ამის შესახებ ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. მერმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა.
"ფლოტის შტაბის შენობის ეზოში ამოუცნობი ობიექტი შემოფრინდა, წინასწარი მონაცემებით ეს დრონი იყო. დაჭრილია 6 ადამიანი, შტაბის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს ფედერალური უსაფრთხოების სამსახური [ФСБ]".- განაცხადა რაზვოჟაევმა.
დღეს რუსეთში სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე აღინიშნება, შეტევის გამო ქალაქში საზეიმო ღონისძიებები გაუქმებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი, რომლითაც შეტევა განხორციელდება თვითნაკეთი მოწყობილობა იყო.
უკრაინულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუვრცელებია.