ზაკერბერგი: ფეისბუქის ახალი სახელი Meta იქნება

 

ფეისბუქს ახალი კორპორატიული მშობელი ჰყავს, რომლის სახელიც Meta იქნება.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მას ახალი ბრენდი და უფრო გამჭვირვალე კორპორატიული სტრუქტურის შექმნა სურდა.

ცვლილება გავლენას არ მოახდენს ფეისბუქ-აპლიკაციაზე, რომლის სახელიც არ იცვლება. 

Meta კი სამი აპლიკაციის - Facebook, Instagram და WhatsApp-ის მფლობელი კორპორაციის სახელი იქნება.

"ფეისბუქი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროდუქტია. ეს არის სოციალური მედიის საკულტო ბრენდი, მაგრამ ის აღარ მოიცავს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ," - თქვა ზაკერბერგმა.

კომპანიის მფლობელი დიდი ხანია კლასიკური საბერძნეთითა და რომის შესწავლითაა დაინტერესებული. მისი თქმით, სიტყვა "მეტა" ბერძნულად "მიღმას" ნიშნავს.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები