ზალუჟნი: დაბომბვის საფრთხე მთელ უკრაინაში რჩება
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მხრიდან დაბომბის საფრთხე რჩება. ამის შესახებ 18 აპრილს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
"რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მეორე თვე დასასრულს უახლოვდება. თავდაცვის ძალებმა ღირსეულად უპასუხეს აგრესორს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების ტერიტორიები მთლიანად გათავისუფლდნენ", - განაცხადა ზალუჟნიმ.
მან გათავისუფლებული ტერიტორიების მცხოვრებლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან მტერმა ბევრი ნაღმი დატოვა.
"ჩვენ მოვახერხეთ უკრაინის დედაქალაქთან, ქალაქ კიევთან მყისიერი საფრთხის აღმოფხვრა, თუმცა დაბომბვის საფრთხე მთელი ქვეყნის მასშტაბით რჩება. ვთხოვ თანამოქალაქეებს, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები განგაშის დროს და გაგებით მოეკიდოთ საფორტიფიკაციო პუნქტების, საგუშაგოების და გაძლიერებული კონტროლის ზომების არსებობას, რომლებიც საომარი მდგომარეობისას ტარდება", - განაცხადა ზალუზნიმ.