ზალუჟნი მილის ესაუბრა: ჩვენი ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება
24 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნიმ ტელეფონით აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროს მარკ მილის ესაუბრა.
"ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ფრონტის ყველა სექტორზე არსებული ვითარება. ვისაუბრე ჩვენი ქვედანაყოფების შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებების შესახებ. ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება," - წერს ზალუჟნი საუბრის შემდეგ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მილისთან უკრაინის თავდაცვითი საჭიროებების შესახებ ისაუბრა, კერძოდ გარკვეული ტიპის იარაღსა და ნაღმების გამწმენდ აღჭურვილობაზე.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ურთიერთობას და აქტიურ თანამშრომლობას. მადლობას ვუხდი გენერალ მილის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში," - განაცხადა მთავარსარდალმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ დღეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს და წინ მიიწევენ.