ზალუჟნიმ მილისთან "რამშტაინის" მეექვსე შეხვედრის შედეგები განიხილა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან. ამის შესახებ ზალუჟნიმ ფეისბუქზე განაცხადა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა და ამერიკელმა გენერალმა "არსებითად" განიხილეს "რამშტაინის" ფორმატში უკრაინის დახმარების საკონსულტაციო ჯგუფის მეექვსე შეხვედრის შედეგები, რომელიც ბრიუსელში 12 ოქტომბერს გაიმართა.
"გულწრფელად მადლიერი ვარ პარტნიორი ქვეყნების ჩვენი სახელმწიფოს თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და სამხედრო დახმარებისთვის, რომლის წყალობითაც ჩვენ წარმატებით ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას და გენერალ მილის ლიდერობისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში", - წერს ზალუჟნი.
საუბრისას, მთავარსარდლის თქმით, ფრონტზე არსებული ვითარებაც განიხილეს.
"ეს არის რთული, მაგრამ კონტროლირებადი. მტერს აქვს უპირატესობა არტილერიაში, ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საცეცხლე შესაძლებლობების გაზრდის საკითხი აქტუალური რჩება. ასევე მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემის შექმნის საკითხი", - განაცხადა ზალუჟნიმ.
მან ასევე დაამატა, რომ მილიმ უკრაინელ სამხედროებს უკრაინის დამცველთა დღე მიულოცა, რომელიც 14 ოქტომბერს აღინიშნება.