ზალუჟნი: ჩვენ ვწერთ სახელმწიფოს გამარჯვების ისტორიას
რუსეთი უკრაინის სისტემური მტერია. ამის შესახებ 31 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
"რუსეთი არის სისტემური მტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცდილობს უკრაინის განადგურებას. აგრესიის და მუდმივი საფრთხის ფონზე ჩვენ, როგორც ერი უნდა ვიყოთ გამძლე და ძლიერი. დღეს ჩვენ ვწერთ სახელმწიფოს გამარჯვების ისტორიას, რათა ომი, როგორც მემკვიდრეობა ჩვენმა შვილებმა არ მიიღონ და ჩვენით იამაყონ", - განაცხადა მან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უკრაინელი სამხედრო ამბობს, რომ "ჩვენი ომი გუშინ დღეს კი არ დაიწყო, არამედ 2014 წელს", ხოლო რუსი სამხედროებს, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში შეიჭრნენ "არც პატივი აქვთ და არც ღირსება".