უკრაინელებმა დღეს 2 რუსული Ka-52 ჩამოაგდეს
ზაპორიჟიეს რაიონის სოფელ რობოტინოს მიდამოში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა რუსული ვერტმფრენი Ka-52 "ალიგატორი" ჩამოაგდეს.
ფეისბუქზე 47-ე მოტომსროლელი ბრიგადის გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ალიგატორი" საზენიტო-სარაკეტო და საარტილერიო ბატალიონის საცეცხლე ჯგუფმა დილის 07:40 საათზე შეამჩნია. ვერტმფრენი გადასატანი საზენიტო სისტემის ერთი გასროლით ჩამოაგდეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 47-ე ბრიგადის ანგარიშზე უკვე "მე-8 სამუდამოდ დამიწებული Ka-52-ია."
დაახლოებით ორი საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ზუსტად იგივე რუსული ვერტმფრენი ბახმუტის მიმართულებითაც ჩამოაგდეს.