ზელენსკი: ამ კვირაში პარტნიორებისგან ახალი სამხედრო მხარდაჭერის პაკეტებს ველით
ვითარება უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ძალიან რთულია, ქვეყნის ხელისუფლება ყოველდღიურად მუშაობს უცხოელი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების გაზრდაზე. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 აგვისტოს საღამოს გამოსვლაში განაცხადა.
"დონბასში ვითარება კვლავ ძალიან რთულია. ჩვენი არმია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს რუსული ტერორი და უდიდესი ზარალი მიაყენოს დამპყრობლებს. ავდიივკა, პესკი, მარიინკა, ბახმუტსკოე და დონეცკის რეგიონის სხვა ცხელი რაიონები იღებენ ძირითად თავდასხმას და სამწუხაროდ, ბევრი სიცოცხლე ეწირება ამას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ რთული ვითარებაა ხარკოვის რეგიონში და უკრაინის სამხრეთში, სადაც ოკუპანტები ძალების კონცენტრირებას ცდილობენ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "იარაღი ჩვენი თავდაცვისთვის, იარაღი პარტნიორებისგან" არის გასაღები.
"ყოველ დღე და ყოველგვარი პაუზის გარეშე ვმუშაობთ იარაღის მიწოდების გაზრდაზე, რათა გავგზავნოთ უფრო მძლავრი და შორ დისტანციაზე მოქმედი სისტემები ფრონტის ხაზზე და ამ კვირაში ველოდებით სიახლეებს პარტნიორებისგან ახალი მხარდაჭერის პაკეტების შესახებ. კარგი ამბებია." - თქვა მან.