ზელენსკი: აშშ-ს დახმარების ახალი პაკეტი გვაახლოებს გამარჯვებასთან

1 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ.

"მადლობა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ლიდერობისთვის, უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის და რუსეთის მიერ ცივილიზებული სამყაროსთვის შექმნილი საფრთხის გაგებისთვის. ჩვენ ერთად დავიცავთ თავისუფლების ღირებულებებს, რომლებიც საერთოა უკრაინისა და ამერიკისთვის. დახმარების ახალი პაკეტი გვაახლოებს გამარჯვებასთან", - წერს უკრაინის ლიდერი.

უკრაინის სამხედრო დახმარების მე-17 პაკეტს ბაიდენმა ხელი 1 აგვისტოს მოაწერა.

პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინას 75 000 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვს და დამატებით მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) საბრძოლო მასალას მიაწვდის.

მსგავსი სიახლეები