ზელენსკი: ბრიტანეთი მზადაა ომის შემდეგ კიევის აღდგენაზე პასუხისმგებლობა აიღოს
დიდი ბრიტანეთი დაეხმარება უკრაინას ომის შემდეგ კიევისა და კიევის რეგიონის აღდგენაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
9 აპრილს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინას ეწვია.
"ბორის ჯონსონმა, როგორც ყოველთვის, ძალიან კონკრეტულად უპასუხა ჩემს კითხვებს. ჩვენ მასთან ერთად უკვე გადავწყვიტეთ რა სახის დახმარებას გაუწევს დიდი ბრიტანეთი უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში. ბრიტანელები მზად არიან პასუხისმგებლობა აიღონ კიევისა და კიევის რეგიონის აღდგენაზე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე ჯონსონთან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობები განიხილა.