ზელენსკი: ბუდანოვს მოვუსმინეთ, უახლოეს პერიოდში მტრის ყველა გეგმა ვიცით
21 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ზელენსკიმ Facebook-ზე დაწერა.
"შეხვედრაზე შტაბმა გააანალიზა ფრონტის ყველა სექტორში არსებული მდგომარეობა. ჩვენ მოვუსმინეთ [უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსს კირილო] ბუდანოვს - უახლოეს მომავალში მტრის ყველა გეგმის შესახებ ვიცით", - წერს ზელენსკი. "ჩვენ ვამუშავებთ კიდევ უფრო უკეთეს სქემას დანაყოფებს შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის განაწილებისთვის, აქ განსაკუთრებულ ყურადღების მიქცევით ახლადშექმნილ ბრიგადებს."
გარდა ამისა, მისი თქმით, შტაბის სხდომის მონაწილეებმა განიხილეს შიდა საწარმოების მიერ რაკეტებისა და საბრძოლო მასალის წარმოების საკითხები.
"ჩვენ დღითიდღე ვძლიერდებით", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის აპარატის პრესცენტრმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ შტაბის სხდომაზე ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.
სხდომის მონაწილეებმა განიხილეს ბრიგადების დაკომპლექტების და აღჭურვის საკითხები, ასევე ჯავშანტექნიკის, საარტილერიო და სხვა იარაღის შეკეთების ეფექტურობის გაზრდის საკითხი.