ზელენსკი: ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი რაც შეიძლება სწრაფად
.jpg)
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ომის მაქსიმალურად სწრაფად შეჩერება.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.
"საჭიროა, რომ ჩვენი დიპლომატია შინაარსიანი გახდეს, რათა ბოლო დავუდოთ ამ ომს. ჩვენ ნამდვილი მშვიდობა გვჭირდება და ის უკრაინელებს ყველაზე მეტად სურ. იმიტომ, რომ ომი ანგრევს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს ჩვენ გვჭირდებათ შევაჩეროთ ომი და ვუზრუნელვყოთ უსაფრთხოება"- წერს უკრაინელი პრეზიდენტი.
ზელენსკი წერს, რომ მას ამ გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების იმედი აქვს.
კონტექსტი
ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ომის დასასრული კვლავ ძალიან შორეულია.
"ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება რაც შეიძლებოდა ზელენსკის გაევრცელებინა და ამერიკა ამის მოთმენას აღარ აპირებს. როგორც ვამბობდი სანამ მას აქვს ევროპისა და აშშ-ს მხარდაჭერა ამ ბიჭს (რედ. ზელენსკი) არ სურს მშვიდობა. ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე კი ევროპელებმა განაცხადეს, რომ მათი ძალისხმევა არ იქნება საკმარისი აშშ-ს გარეშე. ალბათ არ არის საუკეთესო განცხადება რუსეთისთვის ძალის საჩვენებლად. ნეტავ რას ფიქრობდნენ?"- წერს ტრამპი.
გამოცემა Axios-ის ცნობით, 3 მარტს დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის საგანგებო სხდომას გამართავს, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯების განსაზღვარს დაეთმობა, განსახილველ ნაბიჯებს შორის იქნება უკრაინისთვის დახმარების შეჩერებაც.
ყაროების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი.
ცოტა ხნით ადრე Fox News-სთან საუბარში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ დრო არ არის უკრაინის მხარეს - "ამერიკელი ხალხის მოთმინება არ არის შეუზღუდავი, ისევე როგორც მათი საფულეები და ჩვენი ამუნიციისა და ჭურვების არსენალები."
უკრაინასთან ურთიერთობების აღსადგენად უოლცის თქმით, საჭიროა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოხატოს სინანული თეთრ სახლში მომხდარ სკანდალურ შეხვედრასთან დაკავშირებით, ასევე ხელი მოაწეროს მწირმიწების შეთანხმებას და გამოხატოს მზაობა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
კონტექსტი
თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ, ვენსთან დაწყებული კამათის შემდეგ ხმამაღალ, დაძაბულ საუბარში გადაიზარდა და საბოლოოდ სკანდალურად ჩაიშალა.
მიზეზი ვიცე-პრეზიდენტ, ჯეიმს დევიდ ვენსის კომენტარი გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრა და გაანადგურა ქვეყნის დიდი ნაწილი, და დღეს ცხადია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომა არასწორი იყო და დიპლომატიის დრო მოვიდა.