ზელენსკი და ოთხი ქვეყნის ლიდერი ბუჩაში განთავისუფლების წლისთავზე ჩავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 31 მარტს ბუჩაში სლოვაკეთის, ხორვატიის, სლოვენიის და მოლდოვის ლიდერებთან ერთად ჩავიდა. მათ პატივი მიაგეს რუსეთის ოკუპაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ამის შესახებ Європейська правда წერს.

რუსი ოკუპანტებისგან ბუჩას განთავისუფლების წლისთავზე ზელენსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერთან, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობთან, ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად ჩავიდა.

ლიდერები წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მივიდნენ, სადაცდეოკუპაციის შემდეგ, ბუჩაში მოკლული ადამიანების მასობრივი საფლავები იპოვეს.

ოთხი ქვეყნის ლიდერი კიევში პარასკევს, ბუჩას განთავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

ინფორმაცია ამ სამიტის ჩატარების შესახებ წინასწარ არ გავრცელებულა.

კონტექსტი

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, კიევის რეგიონის ბუჩა, ირპენი, გოსტომელი და სხვა დასახლებები ინტენსიური ბრძოლის ზონად იქცა.

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ქალაქებში მასობრივი ომის დანაშაულები ჩაიდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ: ძარცვა, ფიზიკური ძალადობა, ადამიანების, მათ შორის ბავშვების გატაცება და მკვლელობა.

2 აპრილს კიევის რეგიონი რუსი დამპყრობლებისგან განთავისუფლდა. დეოკუპაციის შემდეგ ცნობილი გახდა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტისა და ოკუპანტების სისასტიკის შესახებ, რამაც მსოფლიო შოკში ჩააგდო. რეგიონის დასახლებებში, მათ შორის ბუჩაში, მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები იპოვეს.

მსგავსი სიახლეები