ზელენსკი: დეოკუპაციის შემდეგ ყირიმის ეკონომიკური აღდგენის პროგრამაზე ვმუშაობთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 აგვისტოს შედეგების შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა რა მოხდება ყირიმს ნახევარკუნძულზე დეოკუპაციის შემდეგ.  

"ჩვენი სახელმწიფო იმ ხალხის სამშობლოა, რომელთა ეროვნული კულტურები და მისწრაფებები ყირიმში ჩამოყალიბდა. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ ნახევარკუნძულის გასათავისუფლებლად, ჩვენ ვიბრძვით როგორც ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ასევე უკრაინის მკვიდრი ხალხების სამშობლოში დასაბრუნებლად. მე მჯერა, რომ ეს ასე იქნება. ვიცი, რომ ჩვენ დავბრუნდებით ყირიმში", - განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყანას ამაში ეხმარებიან.

ზელენსკის თქმით, წელს "ყირიმის პლატფორმის მუშაობა არანაკლებ წონიანი და წარმომადგენლობითი იქნება, ვიდრე გასულ წელს, როდესაც მისი პირველი სამიტი კიევში გაიმართა".

"ფორმატი იქნება განსხვავებული, მაგრამ მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდი. ჩვენ ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, რათა დავიცვათ და დავეხმაროთ უკრაინის ძირძველი ხალხებს უფლებების რეალიზებაში. ასევე ვამზადებთ ჩვენი ყირიმის ეკონომიკური აღდგენის პროგრამებს მისი ოკუპანტებისგან განთავისუფლების შემდეგ", - განმარტა მან.

მსგავსი სიახლეები