ზელენსკი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი 12 თებერვალს, საღამოს, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა აღნიშნა, რომ საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

მოგვიანებით, ზელენსკიმ ტელეგრამზე დაადასტურა, რომ ტრამპთან ხანგრძლივი საუბარი შედგა.

"მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობის შესახებ. ჩვენი სურვილის შესახებ ვიმუშაოთ გუნდურ დონეზე. ჩვენი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ, კერძოდ დრონების და სხვა მოწინავე წარმოების შესახებ. მადლობა პრეზიდენტ ტრამპს დაინტერესებისთვის, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად.

განვიხილეთ საუბარი სკოტ ბესენტთან და ჩვენი ახალი შეთანხმების მომზადება უსაფრთხოების და ეკონომიკური და რესურსების ურთიერთქმედების შესახებ. პრეზიდენტი ტრამპი პუტინთან საუბრის დეტალებზე მესაუბრა." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ამერიკასთან გეგმავს ერთობლივ ნაბიჯებს რუსული აგრესიის შესაჩერებლად და საიმედო, ხანგრძლივი მშვიდობის გარანტირებისთვის.

"როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, მოდით, ეს დავასრულოთ," - წერს უკრაინის ლიდერი.

ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში თქვა, რომ მისმა საუბარმა ზელენსკისთან "ძალიან კარგად ჩაიარა."

"ჩვენ განვიხილეთ ომთან დაკავშირებული სხვადასხვა თემები, მაგრამ ძირითადად შეხვედრა, რომელიც პარასკევს მიუნხენში შედგება, სადაც დელეგაციას უხელმძღვანელებენ ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. იმედი მაქვს, ამ შეხვედრის შედეგები დადებითი იქნება." - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები