ზელენსკი დუდას ესაუბრა: ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ 27 მარტს Telegram-ზე დაწერა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დუდასთან განიხილა უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და ფრონტის ცალკეულ სექტორებში არსებული ვითარება.

"ჩვენ განვიხილეთ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი საჭიროებები და ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა უახლოეს მომავალში. ჩვენ ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის", - წერს ზელენსკი.

ზელენსკიმ არ დააკონკრეტა რა მოვლენებზეა საუბარი. ამავდროულად, 27 მარტს საღამოს გამოსვლაში პრეზიდენტმა "დემოკრატიის სამიტში" მონაწილეობისთვის მზადებაზე ისაუბრა.

"ჩვენ უკვე ვემზადებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებისთვის, რომელიც ამ კვირაში პრეზიდენტ ბაიდენისა და შეერთებული შტატების ინიციატივით გაიმართება. დემოკრატიის სამიტი. უკრაინა მონაწილეობას მიიღებს. ჩვენი პოზიცია თავისუფლების მხარდასაჭერად, როგორც ყოველთვის, ძლიერად გაჟღერდება", - თქვა უკრაინის ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები