ზელენსკი ერდოღანს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა. საუბრის შედეგებზე მან Twitter-ზე დაწერა.

ზელენსკის თქმით, საუბრის თემებს შორის იყო ნატოს სამიტი, რომელიც ეძღვნებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები.

"ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ შეფასებები მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ. განვიხილეთ სასურსათო კრიზისის საფრთხე და მისი თავიდან აცილების გზები. მადლობას ვუხდი თურქეთს მხარდაჭერისთვის", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ერდოღანმა 25 მარტს განაცხადა, რომ ომის დასრულების მცდელობის ფარგლებში აპირებს უახლოეს დღეებში ზელენსკის და ვლადიმირ პუტინს შეხვდეს.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინა და რუსეთის ფედერაცია სამშვიდობო ხელშეკრულების ექვსი პუნქტიდან ოთხზე შეთანხმებასთან ახლოს არიან, მაგრამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ამ საკითხებზე "რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს".

მსგავსი სიახლეები