ზელენსკი: კრემლის მიერ მობილიზებული ჯარისკაცები ცუდათ არიან აღჭურვილნი
გასული კვირების განმავლობაში, რუსეთმა რეზერვისტების მასობრივი მობილიზება დაიწყო, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა, შეფასება გააკეთა.
"დღეს მტერმა გაავრცელა ინფორმაცია, მობილიზაციის დასრულებისა და ფრონტის ხაზზე, რუსი ჯარისკაცების ახალი ტალღის განთავსების საჭიროების არარსებობის შესახებ, რაც ჩვენი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება.
რუსეთი ცდილობს, რომ ჩვენს პოზიციებზე წნეხი გაზარდოს, მობილიზებული ჯარისკაცების ხარჯზე, თუმცა, ისინი იმდენად ცუდათ არიან აღჭურვილნი და მომზადებულნი, სარდლობის ისინი იმდენად უხეშად გამოიყენა, რომ მალე რუსეთს კვლავ დასჭირდება, ომში ახალი ხალხის გაგზავნა" - თქვა ზელენსკიმ.
პარასკევს სერგეი შოიგუმ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმერ პუტინს მოახსენა, რომ მობილიზაცია დასრულდა, რის შედეგადაც, რუსეთის არმიას 300,000 რეზერვისტი დაემატა.