ზელენსკი მიესალმა ლატვიის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ლატვიის სეიმის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარების შესახებ და განაცხადა, რომ ასევე უნდა მოიქცეს მთელი მსოფლიო. ამის შესახებ მან 12 აგვისტოს განაცხადა.
"ლატვიამ ოფიციალურად აღიარა რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ იგივე გააკეთოს. ეს სამართლიანია. მართალია. ეს მოხდება. ყოველივე იმის შემდეგ, რაც დამპყრობლებმა უკრაინაში გააკეთეს, რუსეთის მიმართ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი დამოკიდებულება - როგორც ტერორისტული სახელმწიფოსი", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
11 აგვისტოს ლატვიის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორიზმად აღიარა, ხოლო რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ.